საფრანგეთში ებრაელების 100-ზე მეტი საფლავი სვასტიკებითა და ანტისემიტური ლოზუნგებით მოხატეს

საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაუდგენელმა პირებმა ებრაელების 100-ზე მეტი საფლავი სვასტიკებითა და ანტისემიტური ლოზუნგებით მოხატეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვანდალური ფაქტი ქალაქ ვესტჰოფენში, ებრაულ სასაფლაოზე მოხდა, რომელიც გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინციდენტი რამდენიმე საათით ადრე ერთ-ერთ ახლომდებარე სოფელში არსებულ ებრაულ სასაფლაოზეც მოხდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა Twitter- ზე დაგმო "ოდიოზური ქმედებები" და დასძინა, რომ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ვანდალებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი.

სამართალდამცავები ორივე ინციდენტს იძიებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს