დავით ზალკალიანი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლონდონში ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში კრისტოფერ პინჩერს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეები მიესალმნენ ლონდონის ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას ლონდონში და მის ჩართულობას მაღალი დონის შეხვედრებში.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას, რომელიც ნატო-ს ღირებული და სანდო პარტნიორია. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომელიც ძალაში "ბრექსითის" ამოქმედების შემდგომ შევა და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა სტრატეგიული მიმართულებით და იმის დასტურია, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის საქართველო რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად.

დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებებზე, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებმა, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ფორმატში მწვავედ დასვან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების საკითხი. სახელმწიფო მდივნმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, დადებითად შეაფასა საქართველოს პრიორიტეტები და წარმატება უსურვა ქვეყანას ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა