სენატორი კორი გარდნერი - ვლადიმერ პუტინი ავაზაკია

ვლადიმერ პუტინი ავაზაკია და რუსეთი სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სუდანის მსგავსად ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა ვცნოთ“, - განაცხადა სენატორი კორი გარდნერიმ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტზე მოსმენისას.

კომიტეტზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და დამსწრე სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

კორი გარდნერის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ვლადიმერ პუტინის მმართველობით შეიჭრა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე;

„ის მხარს უჭერს ასადის სისხლიან რეჟიმს; გვმტრობს ავღანეთში; ჩართულია დასავლეთის დემოკრატიების წინააღმდეგ აქტიურ საინფორმაციო ომში, მათ შორის 2016 წელს ჩაერია აშშ-ს არჩევნებში. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია სხვა ქმედებებზეც, როგორიცაა 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებაში; 2018 წელს სალსბერიში (გაერთიანებული სამეფო) ქიმიური შეტევის განხორციელებაში; იგი [რუსეთი] ჩვენი აშკარა მოწინააღმდეგეა, რომელიც 2016 წელს ჩაერია აშშ-ის არჩევნებში. მას კვლავაც განზრახული აქვს იგივე გააკეთოს 2020 წელს [აშშ-ში] და ასევე ჩაერიოს მსოფლიოს სხვა დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებში. მე მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი ავაზაკია და რუსეთის ფედერაცია სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სუდანის მსგავსად უნდა ვცნოთ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“, - განაცხადა სენატორი კორი გარდნერიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია