დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს - ხომ არ ისურვებდით „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მშვენიერ მებრძოლს? შეგიძლიათ წაიყვანოთ, რომელიც გსურთ

მედიის ცნობით, ნატო-ს ლონდონის სამიტზე, ერთ დროს საკმაოდ ახლო მეგობრების, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და დონალდ ტრამპს შორის რამდენიმე უხერხული მომენტი შეიქმნა. თავდაპირველად დონალდ ტრამპმა ფრანგი კოლეგის განცხადებები ნატო-ს „ტვინის სიკვდილის“ შესახებ მკაცრად გააკრიტიკა, ხოლო შემდგომ ჟურნალისტების წინ ჰკითხა, ხომ არ ისურვებდა „ისლამური სახელმწიფოს რამოდენიმე მებრძოლს“.

„ბევრი მათგანი საფრანგეთიდანაა, ბევრი გერმანიიდან, ბევრიც გაერთიანებული სამეფოდან. ძირითადად ისინი ევროპიდან არიან. ამ თემაზე თქვენთან არ მისაუბრია. ხომ არ ინებებდით „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მშვენიერ მებრძოლს? შეგიძლიათ წაიყვანოთ ნებისმიერი, რომელსაც აარჩევთ“, - განუცხადა ტრამპმა მაკრონს.

„მოდი სერიოზულები ვიყოთ. მებრძოლები, რომლებიც თქვენ გყავთ, ძირითადად სირიიდან და ერაყიდან არიან. მართალია, რომ თქვენ გყავთ ევროპელი მებრძოლებიც, თუმცა ეს მთლიანი პრობლემის ერთ პატარა ნაწილს წარმოადგენს“,-განაცხადა მაკრონმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო