მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აგრესიას ოპოზიციური ძალები თესავენ, თუმცა ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც მათთან დაპირისპირებაში შედიან

როდესაც ოპოზიცია მოდის ამა თუ იმ ოფისთან და იქ ხვდებიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ეს ბუნებრივი გამოძახილია იმ აგრესიის, რომელსაც ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ, თუმცა ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც ოპოზიციასთან დაპირისპირებაში შედიან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის მხარდამჭერების კონტრაქციებს და დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესები „რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო“.

„მიუღებელია რაიმე სახის დაპირისპირება, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მით უმეტეს ფიზიკური ძალის გამოყენება და ისეთი ტიპის აქციები, რომლებიც ძალადობის ელემენტებს შეიცავს. სამწუხაროდ, ეს პროცესი დაიწყო ჩვენმა იმ რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელსაც მხოლოდ ეს მეთოდები აქვს და გვემუქრება ამ წლების განმავლობაში და რომელიც მხოლოდ ამ გზას ადგას. როდესაც უშუალოდ ოპოზიცია მოდის ამა თუ იმ ოფისთან, დეპუტატთან და მას ხვდება იქაც მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი გამოძახილია იმ აგრესიისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ, თუმცა ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს თუ ცალკეული მაჟორიტარის მხარდამჭერებს, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შედიან ოპოზიციის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესები ქუჩიდან პარლამენტში გადავიდეს. ის ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან და მათ შორის „იმ ემოციური პასუხისგან, რომელიც აგრესიულ ქმედებებზე შეიძლება მოდიოდეს“.

„ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა არის, რომ ბევრად მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საქმეს, უფრო მეტი თმენის ვალდებულება გვაქვს და აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ უნდა მოხდეს პროვოკაციაში ჩაბმა ან მით უმეტეს პროვოკაციის გამოხატვა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს