მაია ცქიტიშვილი - აზრი არ აქვს გქონდეს გზა, როდესაც არ გაქვს პორტი, რომელშიც როგორც კონსორციუმი გვპირდებოდა, წელიწად ნახევარში ან ორ წელში უკვე შემოვიდოდა პირველი გემი

ალბათ ყველანი დამეთანხმებით, არავითარი აზრი არ აქვს გქონდეს გზა, მაშინ როდესაც არ გაქვს ფუნქციონირებადი პორტი, ან თუნდაც პორტი, რომელშიც როგორც კონსორციუმი გვპირდებოდა, წელიწად ნახევარში ან ორ წელში უკვე შემოვიდოდა პირველი გემი, - ამის

შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რა ეტაპზეა აღნიშნული პროექტი, მინისტრი აცხადებს, რომ გზა და რკინიგზა პორტის საკითხთან ერთად უნდა განვიხილოთ. მისივე თქმით, პროექტირების სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

„პროექტირება მიმდინარეობს. საპროექტო კომპანიამ წარმოადგინა საპროექტო დოკუმენტაცია, რომელზეც გვქონდა საკმაოდ ბევრი შენიშვნა. გადამუშავდა ეს შენიშვნები და ველოდებით უკვე დასრულებული პროექტის წარმოდგენას. რა თქმა უნდა, თუ ეს მოხერხდება ამ ვადაში, შემდგომში უკვე ვიფიქრებთ, რომ ტენდერი გამოვაცხადოთ. თუმცა, ეს ყველაფერი დაკავშირებული უნდა იყოს იმ პროგრესთან, რომელიც უშუალოდ ანაკლიის პორტის მშენებლობის ნაწილში მიმდინარეობს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 330 მილიონი ლარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა