ქართველი მოსწავლეები შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ცენტრში იმყოფებოდნენ

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული, ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე საუკეთესო მოსწავლეები და მათი პედაგოგები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტექნოლოგიური მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეების ცერნში ვიზიტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობის მიზიდვა და დაინტერესება ფიზიკით, ფუნდამენტური კვლევებით, ინჟინერიით, IT ტექნოლოგიებითა და მათემატიკით.

ცერნში რამდენიმედღიანი სტუმრობისას მოსწავლეები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ, უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნენ, რაზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ. ცერნში ფიზიკით გატაცებული ახალგაზრდები ქართველი მეცნიერების, ირაკლი მინაშვილისა და ალექსანდრე მესტვირიშვილის ატლასისა და CMS ექსპერიმენტებს გაეცნენ, ეს უკანასკნელი 90 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს ულტრათანამედროვე და მასშტაბურ ლაბორატორიაში. ატლას და CMS ექსპერიმენტები დიდ ჰადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე სამ უდიდეს ექსპერიმენტს შორისაა.

ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN), მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში. აქ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ფუნდამენტალური კვლევები, ხორციელდება ახალი აღმოჩენები. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ უცხოელ მეცნიერებთან ერთად, კვლევებში აქტიურად არიან ჩართულნი ქართველი მეცნიერები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა