ადვოკატი - მას შემდეგ, რაც ზურაბ ბუდაღაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მელიას, ოქრუაშვილის და უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, ის სამარტოო საკანში გადაიყვანეს

20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატის ვახტანგ იაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბუდაღაშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში სთხოვდნენ ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, ის სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ბუდაღაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში პირობები გაუუარესეს. იაშვილის თქმით, აღნიშნულის მიზეზი ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებაა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა