პროკურორის განმარტებით, ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, მას მელიას, ოქრუაშვილის და უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, გამოძიება დაიწყო

20 ივნისის აქციაზე დაკავებულების საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას განმარტებით, ბრალდებულ ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მას პენიტენციურ დაწესებულებაში სთხოვდნენ, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ვაჟა თოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც პროკურორმა განმარტა, ზურაბ ბუდაღაშვილთან გამომძიებლები იყვნენ შესულები, თუმცა, ბრალდებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ვინაიდან სურდა ამ პროცესს მისი ადვოკატი დასწრებოდა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა