კახა კალაძე - მეტროს რეაბილიტაცია ცოტა დროში გაიწელა, მაგრამ გვინდა, ყველაფერი უსაფრთხოდ გაკეთდეს, რომ იგივე არ გამეორდეს, როცა ჭერი თავზე ჩამოგვენგრა

მეტროს რეაბილიტაცია ცოტა დროში გაიწელა. გვინდა, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს გაკეთებული ყველაფერი, რომ იგივე არ გამეორდეს, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, რომ ჭერი თავზე ჩამოგვენგრა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის გარდა, საჭიროა ახალი ვაგონების შესყიდვა, რასაც მერია „აუცილებლად გააკეთებს“.

„მეტრო, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღეს, არის მოსაწესრიგებელი. გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაგონების რეაბილიტაცია, განახლება, საჭიროა, ახალი ვაგონების შესყიდვა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ასევე, მნიშვნელოვანია სადგურების რეაბილიტაცია, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ გარკვეული პრობლემები შეგვექმნა ამ მიმართულებით. გაგვეწელა გადაწყვეტილებების მიღება უშუალოდ სამუშაოებთან დაკავშირებით. გვინდა, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს გაკეთებული ყველაფერი, რომ იგივე არ გამეორდეს, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, რომ ჭერი თავზე ჩამოგვენგრა. ამიტომ ყველაფერი კეთდება ხარისხიანად. ცოტა დროში გაიწელა, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე სადგურები უნდა იყოს განახლებული და მოწესრიგებული, რომ ადამიანებმა ნორმალურ, ცივილურ და თანამედროვე პირობებში შეძლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება“, - განაცხადა კალაძემ.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება