სახალხო დამცველი - კონტრაქციები და თუნდაც სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით აქციების დაშლა, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ არის

მიმაჩნია, რომ კონტრაქციები და თუნდაც სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით აქციების დაშლა, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ არის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება, კონტრაქციები და ძალადობრივი დაპირისპირებები კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს ქვეყანას.

„ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის. ამ ეტაპზე ეს კონსენსუსი, ალბათ, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე როგორ გადავიდეთ ან სულ მცირე, ვიფიქროთ ისეთ ალტერნატიულ საარჩევნო ვარიაციებსა და მოდელებზე, რომელიც საარჩევნო პროცესს უფრო სამართლიანს გახდის და თანაბარ პირობებში ჩააყენებს, როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა პოლიციელების უმოქმედობის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ წლების განმავლობაში იკვეთებოდა სამართალდამცველების რეაგირების ნაკლებეფექტურობა კონტრაქციების მონაწილეების მიმართ.

„ჩვენ ვხედავთ ზოგადად არა მხოლოდ ამ აქციებზე, არამედ სხვა აქციებზეც წლების განმავლობაში, მთელ რიგ შემთხვევებში პოლიციელების ქმედება არ იყო ეფექტური კონტრდემონსტრანტების მიმართ, რომლებიც იყვნენ აგრესიულები და ემუქრებოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მართავდნენ აქციებს. როგორც ხედავთ, ასეთ შემთხვევებს ახლაც აქვს ადგილი. სახალხო დამცველი ყველა დაშავებულთან საუბრობს. ჩვენ ვსწავლობთ ამ საქმის გარემოებებს. თუ დავინახავთ, ჩვენი შესწავლისა და შეფასების შედეგად, რომ აქ იყო უმოქმედობა პოლიციელთა მხრიდან ან არასათანადო რეაგირება, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ შესაბამისი რეაგირების ზომებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა