მაია ცქიტიშვილი ორი ახალგაზრდული პროექტის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მისი მოადგილე მზია გიორგობიანი ორი ახალგაზრდული პროექტის მონაწილეებს შეხვდნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის „სტუდენტები თვითმმართველობაში 2019“ ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის ათმა სტუდენტმა თელავის, ამბროლაურის, ქედის, გორისა და მცხეთის მერიებში ერთი თვის განმავლობაში იმუშავა.

მათი ცნობით, ისინი დარგობრივი სამსახურების მუშაობას გაეცნენ და მუშაობის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი ანგარიშები წარადგინეს. მათ, ასევე, საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს და გაცნობოდნენ საკრებულოს კომისიების და აპარატის მუშაობას.

„პროექტის შედეგად სტუდენტებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გაიღრმავეს. ასევე, დამხმარე თანამშრომლის სახით სარგებელი მიიღეს მუნიციპალიტეტებმა.

სხვადასხვა სპეციალობის პრაქტიკანტების საქმიანობა, რომლებიც წარმოშობით იმ მუნიციპალიტეტებიდან არიან, სადაც პროექტის შესაბამისად განაწილდნენ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) დააფინანსა.

კიდევ ერთი ახალგაზრდული კონკურსი ჩატარდა საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში. გარდაბანში, ხაშურში (სურამში), ცაგერში, ტყიბულსა და ჭიათურაში კონკურსანტებმა საჯარო სივრცის მოწყობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის კონკრეტული პროექტები წარადგინეს.

სპორტული მოედნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინოვაციური გაჩერებები, გასართობი სათავგადასავლო პარკი, ახალი ბულვარი და თანამედროვე ტურისტული ცენტრი - ხუთი საუკეთესო პროექტი გამოვლინდა კონკურსის შედეგად, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დანიის მთავრობის ხელშეწყობით ჩატარდა.

სულ კონკურსში თხუთმეტი ახალგაზრდული გუნდი მონაწილეობდა. საუკეთესო ინიციატივები საყოველთაო კენჭისყრის წესით გამოვლინდა, რაშიც 2,300 მოქალაქე ჩაერთო.

კონკურსის ფარგლებში ასევე გაიმართა ტრენინგი, რომლის მსვლელობისას ახალგაზრდებმა ადგილობრივი ინიციატივების შემუშავება, წარდგენა და ადვოკატირება ისწავლეს. კონკურსი ჩაატარა ჩეხურმა ორგანიზაციამ „AGORA Central Europe“.

მომავალ წელს კონკურსში გამარჯვებულები ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან, სადაც თანატოლებს შეხვდებიან და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში ახალგაზრდების მონაწილეობის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან.

ახალგაზრდული იდეების კონკურსი გაიმართა UNDP-ის ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მმართველობის დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის გაუმჯობესებას ემსახურება.

4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, დანიისა და საქართველოს მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, სამ რეგიონში - ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში ხორციელდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო