საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს მაია კოპალეიშვილს ხვალ 10-წლიანი ვადა ეწურება, ახალი მოსამართლის დანიშვნის პროცედურა კი, ჯერ არ დაწყებულა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს მაია კოპალეიშვილს ხვალ 10-წლიანი ვადა ეწურება,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მოსამართლე მაია კოპალეიშვილი უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი.

ლომთაძის ინფორმაციით, ახალი მოსამართლის დანიშვნის პროცედურა ერთი თვით ადრე უნდა დაწყებულიყო. მისივე ინფორმაციით, მაია კოპალეიშვილის ადგილზე, უზენაეს სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლე კანონით უკვე უნდა ჰყავდეს წარდგენილი. ვინ ჩაანაცვლებს მაია კოპალეიშვილს ამ ეტაპზე უცნობია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ათი წლის ვადით ინიშნება.

მაია კოპალეიშვილი 2009 წლის 30 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა ფიცის დადების დღიდან - იმავე წლის 5 დეკემბერს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს