ზაზა თავაძე და მაია კოპალეიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შესარჩევ წესზე სარჩელის განხილვას განერიდნენ

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ზაზა თავაძე და მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შესარჩევ წესთან დაკავშირებით სარჩელის განიხილვას განერიდნენ.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში იღებდნენ მონაწილეობას.

მისივე განმარტებით, სარჩელის განხილვაში მოსამართლეთა განცხადებით, საზოგადოებაში მათ მიკერძოებასთან დაკავშირებით შესაძლოა, კითხვები გაჩენილიყო.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შესარჩევ წესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ეს წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საჯარო თანამდებობის დაკავებასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ეს ნორმა შეჩერდეს.

„არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც ამ საკითხებზე მიმდინარეობს დისკუსია, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოშიც. წელს გვქონდა პრეცედენტული გადაწყვეტილება უსამართლო და უკანონო პროცედურის საფუძველზე შერჩეული მოსამართლის მიერ განხილულ საქმეში მხარეს დაერღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო ნორმის მოქმედებას არ შეაჩერებს და სამომავლოდ ჩათვლის, რომ კანონი არაკონსტიტუციურია, არ არის გამორიცხული დადგეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საკითხი, სადაც ესეთი წესით არჩეული მოსამართლეები იქნებიან შერჩეული“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო