გია ვოლსკი - არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის არ უკითხავს, რატომ მიმართავს ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას

არც ერთხელ, არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის შეკითხვაც არ დაუსვამს, რატომ მიმართავს არათუ უზრდელობის უმაღლეს დონეს, არამედ ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად ეთიკურია, როდესაც უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში უცენზურო განცხადებებს აკეთებს. ვოლსკის თქმით, მას დიმიტრი სამხარაძის ბილწსიტყვაობა არ წაუკითხავს.

„საკმაოდ ჩამოყალიბებული, კარგად ორგანიზებული, პატრიოტი და მცოდნე ადამიანია. დიმიტრი სამხარაძეზე შეტევის საფუძველსაც ვხედავ სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ბილწსიტყვაობაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ გაიმართოს, პირველ ადგილზე გავლენ, იმდენად ხეპრულ ენას იყენებენ. „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობა მყავს მხედველობაში. არ მგონია, რომ ვინმეს ამ თემასთან დაკავშირებით რამე ჰქონდეს აქეთ შესაკითხი. რაც შეეხება ბილწსიტყვაობას და გინებას დიმიტრი სამხარაძისგან, არ მინახავს.

ერთ-ერთი დეპუტატი გოგოებს იკრებს გარეთ და უბილწესად იგინება. არც ერთხელ, არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის შეკითხვაც არ დაუსვამს, რატომ მიმართავს არათუ უზრდელობის უმაღლეს დონეს, არამედ ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას. არც ერთხელ ეს შეკითხვა არ დასმულა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" ოფისთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ოპოზიციის გააქტიურება მიხეილ სააკაშვილის „ბრალია”.

დიმიტრი სამხარაძე მიხეილ სააკაშვილს შეურაცხმყოფელი და უცენზურო ლექსიკით მიმართავს, რის გამოც დეპუტატი საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკის ობიექტი გახდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა