ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის სისტემაში კრიზისული ვითარების მიზეზი სერგეენკოს მიერ შემოღებული ერთი გადამხდელის პრინციპია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ჯანდაცვის სისტემაში კრიზისული ვითარებაა, რისი მიზეზიც „სერგეენკოს მიერ შემოღებული ერთი გადამხდელის პრინციპია, რაც გულისხმობს იმას, რომ საავადმყოფოსთან ანგარიშსწორებას სახელმწიფო პირდაპირ ახდენს“.

ამასთან, როგორც ჭიბერაშვილი აღნიშნავს, ჯანდაცვის დღევანდელი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს „ლოგიკური გაგრძელებაა“.

„ჯანდაცვაში შექმნილი კრიზისის მიზეზი სერგეენკოს მიერ შემოღებული ერთი გადამხდელის პრინციპია. ეს გულისხმობს, რომ საავადმყოფოსთან ანგარიშსწორებას სახელმწიფო პირდაპირ ახდენს.

სანამ სახელმწიფო იხდის, პრობლემა არაა. სახელმწიფოს რომ ფული აღარ ყოფნის, იწყება კრიზისი. ის, რომ სახელმწიფოს ფული არ ეყოფოდა, ნათელი იყო საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების მომენტშივე. ტიკარაძე სერგეენკოს ლოგიკური გაგრძელებაა. თუ ერთი გადამხდელის პრინციპი არ იცვლება, ამ კრიზისის კიდევ უფრო დამამძიმებელ ნაბიჯებზე წასვლა მოუწევდა ნებისმიერ მინისტრს. სერგეენკოსთვის შვება იყო წასვლა.

გამოსავალი არაა სელექტიური კონტრაქტირება. სელექტიური კონტრაქტირება ამ კონტექსტში იქნება გარიგება სახელმწიფოსა და მსხვილ მოთამაშეებს შორის, რომ მსხვილი მოთამაშეები დათანხმდნენ უფრო დაბალ ტარიფებს იმის ხარჯზე, რომ სახელმწიფო მათ წვრილ კონკურენტებს მოაცილებს.

ეს კრიზისს მხოლოდ გადაავადებს. სისტემა არსებითად იგივე დარჩება, ოღონდ სახელმწიფოც და საყოველთაოში დარჩენილი კლინიკებიც კიდევ უფრო დამოკიდებულნი გახდებიან ერთმანეთზე და კიდევ უფრო დიდი კრიზისის მოწმენი გავხდებით ფულის მორიგი დეფიციტისას. სახელმწიფოს დავალიანება საავადმყოფოების მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის გზებზეც ისაუბრა.

„ერთი გადამხდელის პრინციპზე უარის თქმა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებისთვის სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობს და პაციენტის, საავადმყოფოსა და სადაზღვევო კომპანიის სამკუთხედში ობიექტური არბიტრის როლს თამაშობს. ასე შეიძლება მხოლოდ პაციენტის მკურნალობის ხარისხზე ზრუნვა.

იქ, სადაც სახელმწიფო პირდაპირი გადამხდელია, სახელმწიფო მოთამაშეცაა და არბიტრიც. მას აინტერესებს არა ხარისხი, არამედ ხარჯი. სელექტიური კონტაქტირება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს“,- წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა