არჩილ თალაკვაძის შეფასებით, მტკიცება, რომ „გერმანული მოდელი“ შეესაბამება კონსტიტუციას, არის ოპოზიციის მცდელობა მხარდამჭერებთან „სახე  შეინარჩუნონ“

მტკიცება, რომ ე.წ გერმანული მოდელი შეესაბამება კონსტიტუციას და კანონმდებლობის დონეზე ცვლილება შესაძლებელია, არის ოპოზიციის მცდელობა თავის მხარდამჭერებთან სახე შეინარჩუნონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ელჩები, ესწრებოდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ვენეციის კომისია, კარგად გამოჩნდა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი კონსტიტუციასთან.

„ე.წ.გერმანული მოდელი არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საარჩევნო კანონმდებლობის და კოდექსის დონეზე აქ რაიმე ცვლილებების გაკეთება შესაძლებელია, ჩემი აზრით, არის ოპოზიციის ამ ნაწილის მცდელობა, რომ თავის მხარდამჭერებთან, ვინც გამოიყვანეს და ქუჩაში დააყენეს, გარკვეულწლილად სახე შეინარჩუნონ. მე ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს ოპოზიციის წარმომადგენლებს ვისაც აქვს ინტერესი ამ საკითხზე გავაგრძელოთ საუბარი, დავსხდეთ მაგიდასთან,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს