„თიბისიმ“ ბიზნესებისთვის ახალი ბარათი VISA Platinum შექმნა

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესებს ახალი ბარათი წარუდგინა. „თიბისის“ ინფორმაციით, VISA Business Platinum არის ახალი ბარათი, რომელიც კლიენტს გაუმარტივებს გადახდის პროცესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აღრიცხვიანობას საქმიანი მივლინებებისა თუ ბიზნეს გარიგებების დროს.

„ბარათის მფლობელი VISA Platinum კლუბის ყველა პრივილეგიას მიიღებს. ბარათი განკუთვნილია რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის და ის გაიცემა მხოლოდ ორგანიზაციის თანამშრომლებზე.

Visa Business Platinum-ბარათის მფლობელები ისარგებლებენ შემდეგი პრივილეგიებით: Cash-Back-ით/ფასდაკლებით ბიზნეს პლატინის ადგილობრივ პარტნიორ ობიექტებში; VISA-ს საიტზე არსებული ფასდაკლებებით, რომელიც განკუთვნილია პლატინა ტიპის ბარათის მფლობელებისთვის; აეროპორტების ლაუნჯებით სარგებლობა - წელიწადში 2 ვიზიტი უფასოდ; სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც გადაეცემათ საჩუქრად ბარათის მფლობელ ფიზიკურ პირებს.

Visa Business Platinum ბარათის ნებისმიერ მფლობელს, რომელიც არ სარგებლობს ბიზნეს ბანკირის მომსახურებით, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს განსაკუთრებული მომსახურებით. ამასთან, VISA Business Platinum ბარათებზე შესაძლებელია დაიშვას ოვერდრაფტი. ოვერდრაფტის ლიმიტს და ვადას კლიენტის მოთხოვნიდან გამომდინარე განსაზღვრავს SME დაკრედიტების განყოფილება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, VISA Business Platinum აღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ „თიბისი ბანკის“ ფილიალებში, ან ვებგვერდის და ინტერნეტ ბანკის საშუალებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა