ირაკლი ხმალაძე - როდესაც ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები გააჩერონ, ამ დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა არასწორია - ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტარიფის ზრდისა

როდესაც ატარებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკას, ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, ამ დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა არ არის სწორი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ხმალაძე აცხადებს, ტარიფის ზრდა არის ისეთი ვარიანტი, რომელსაც დიდი ალბათობით, მერია არ დათანხმდება.

„საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების კომპანიას ნამდვილად აქვს ფინანსური პრობლემები. ეს გამოიხატება იმაში, რომ მათ დაგეგმილი შემოსავლები ვერ მიიღეს ლარის კურსიდან და საწვავის ფასიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პრობლემები არ დაწყებულა წელს და შარშან. სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ მუნიციპალიტეტის არც ერთმა მენეჯმენტმა არ მოისურვა ამ პრობლემების მოგვარება. როცა პრობლემას არ გასცემ პასუხს, დამძიმდება და ოდესღაც უფრო მძიმე მოცემულობის გადაწყვეტა მოგიწევს. ახლა გვაქვს ეს მძიმე მოცემულობა.

კომპანიასთან ჩემი უთანხმოება მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია აკეთებს განცხადებებს, რომ მიიღეს ზარალი. საოპერაციო შემოსავლებს და გასავლებს როდესაც ვითვლიდით, ხარჯები და შემოსავლები არის ერთმანეთის საპირწონე. ამაზე აუდიტორული დასკვნა მზადდება და რეკომენდაციებს იძლევა, რომ იაფი სესხის ჩადება მოხდეს კომპანიაში, გარკვეული კაპიტალის მოძიება და ტარიფის გადახედვა მოხდეს. რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია ვერ შესრულდება და არ შესრულდება. თუმცა, გამოვდივართ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს. კომპანია ჯერჯერობით ზარალზე არ არის. ისინი ზარალს ეძახიან მიუღებელ შემოსავალს. ისინი მუშაობენ ნულ მოგებაზე. ხარჯავენ იმდენს, რამდენიც შემოსავალი აქვთ. მათთვის დამატებითი ფინანსური ვალდებულება, რომ ახალი მიკროავტობუსები იყიდონ, ეს გაარღვევს კომპანიას, მაგრამ განსხვავებული ვარიანტებია მოსაძებნი“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ „სითი პარკის ბედს“ არ გაიზიარებს.

„თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ კომპანია გავაგდოთ და სხვა შემოვიყვანოთ, ეს სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნება. ტარიფის ზრდას რაც შეეხება, აუდიტორიც ამ რეკომენდაციას იძლევა და ჩვეულებრივ შემთხევაშიც ეს ყველაზე სწორი გამოსავალია, როდესაც კომპანია მოგებას ვერ ნახულობს გაიზარდოს ტარიფი. მაგრამ არსებობს სხვა ალტერნატივებიც. როდესაც ატარებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკას, ხალხს მიუწოდებ გააჩერონ კერძო მანქანები სახლებთან, ამ დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა არ არის სწორი. ეს კიდევ უფრო უკეთებს დრამატიზებას ამ სიტუაციას. ერთი კვირის ვადაში მექნება გეგმა. ტარიფის ზრდა არის ისეთი ვარიანტი, რომელსაც დიდი ალბათობით ჩვენ არ დავთანხმდებით. ტარიფის ზრდით ფინანსური პრობლემების მოგვარება არის ყველაზე მარტივი და სწორი გზაც, მაგრამ ვითვალისწინებთ ქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ პოლიტიკას, რომელსაც მუნიციპალიტეტი ატარებს და ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტარიფის ზრდისა,- განცხადა ხმალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს