20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ძმა - ზურა ციხეში აუტანელ პირობებში იმყოფება

20 ივნისის აქციის საქმეზე ბრალდებულის, ზურაბ ბუდაღაშვილის ძმის, გიორგი ბუდაღაშვილის განცხადებით, მისი ძმა ციხეში "აუტანელ პირობებში იმყოფება".

როგორც გიორგი ბუდაღაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, მის ძმას ციხეში "მონოტონურ ხმას ასმენინებენ" იმ მიზეზით, რომ ფსიქოლოგიურად იმოქმედონ. როგორც ბრალდებულის ძმა ამბობს, ამის მიზეზი ბრალდებულის განცხადებებია.

მისივე თქმით, მისი ძმის დაკავების საქმე "აბსურდის თეატრია, რომელიც უნდა შეწყდეს".

"ყოველ დღე ვუყურებთ ჩვენი ოჯახის წევრებზე ზეწოლას და ნადირობას. არ არსებობს სახლიდან გარეთ გავიდე და 2-3 მანქანა არ შევნიშნო, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არ მცილდება. არ მალავენ, ხილულად დამყვებიან და არც ცდილობენ, რომ ან შეინიღბონ ან როგორმე თავი დაიფარონ. მანიშნებენ იმას, რომ ყოველთვის ყურადღების ქვეშ ვარ, თუმცა სათვალთვალო არაფერი მაქვს. რაც შეეხება ჩემს ძმას, ის ძალიან მძიმე, აუტანელ პირობებში იმყოფება. შეზღუდული აქვს ტელევიზორი, რადიო, აბაზანა. საკანში, სადაც ახლა გადაიყვანეს, არის მონოტონური ხმა და ვფიქრობ, რომ ეს ხმა სპეციალურადაა, იმისათვის, რომ ფსიქოლოგიურად გატეხონ. ევროპაშიც ვყოფილვარ და იქ იყო ასეთი ციხეები. გამიგონია, რომ „ფსიქოლოგიურ ციხეს“ ეძახდნენ", - განაცხადა გიორგი ბუდაღაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა