კახა კალაძე ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე - „გერმანული მოდელის“ ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ

გერმანული მოდელის“ ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას.

კახა კალაძე კონტრაქციებისა და სამართალდამცველების დროულ რეაგირებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვის ნიშნებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ყველანაირ ძალადობასა და დაპირისპირებას ემიჯნება.

„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, ყველანაირ დაპირისპირებას. ეს არ არის ნორმალური ფორმა, რაც არ უნდა დესტრუქციული იყოს ოპოზიცია, ჩვენ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირებაში. ყველაზე მეტად ვისაც დღეს დაპირისპირება აწყობს, ეს არის ოპოზიცია და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ.

არავის არ გამოუვა არც დამხობა და არც გადატრიალების მოწყობა ქვეყანაში. ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, ჩვენი ქვეყანა განვითარდება, ჩვენი ქალაქი წინ წავა, რაც აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს