„თავისუფალი ზონის” წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ჭიშკარს სიმბოლურად მავთულხლართები მოახვიეს

თავისუფალი ზონის” წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან სიმბოლური მავთულხლართები მიიტანეს, რომელზეც საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებული ქართველი საზოგადო მოღვაწეების ფოტოები იყო მიმაგრებული. აქციის მონაწილეებს ასევე ხელში ეჭირათ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ფოტოები. აქციის მონაწილეებმა სამინისტროს ჭიშკარს სიმბოლურად მავთულხლართი მოახვიეს.

„როდესაც ამდენი დევნილი გვყავს და ამდენი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, მაშინ როდესაც ვაჟა ექიმი დღეის მდგომრეობით ისევ ტყვეობაშია, იმის ნაცვლად, რომ განიხილონ ეს თემა და უმოკლეს დროში მოხდეს ვაჟა ექიმის გათავისუფლება, ეს ადამიანები მიდიან და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე იხილავენ რუსული კულტურისა და ენის შემსწავლელი ცენტრის საქართველოში გახსნას, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, „რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“.

იხილეთ ვიდეო:

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა