ხატია დეკანოიძე და სალომე სამადაშვილი, "ნაცმოძრაობის" ოფისის დარბევის გამო ზუგდიდის მერსა და პოლიციის უფროსთან შეხვედრას მოითხოვენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხატია დეკანოიძეს და სალომე სამადაშვილს ზუგდიდის მერთან და პოლიციის უფროსთან შეხვედრა სურთ. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხდა, მათ აინტერესებთ პასუხი თუ რატომ არ მოახდინა პოლიციამ რეაგირება დანაშაულის შემცველ ფაქტთან დაკავშირებით. დეკანოიძე ამბობს, რომ ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან მომხდარი ფაქტი ვანდალიზმია და მას თავად ხელისუფლება აორგანიზებს.

მისივე თქმით, ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართულია შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია.

ოპოზიციური პარტიის წევრები, რომლებიც ზუგდიდში იმყოფებიან, აცხადებენ, რომ მერთან გიორგი შენგელიასთან შეხვედრა და მისთვის იმ საჯარო მოხელეების სიის გადაცემა სურთ, რომლებიც აქციაში მონაწილეობენ.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ისინი ხელისუფლებისგან ამ ადამიანების დასჯას მოითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა