ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის რეალური მიზანი ხელისუფლების დამხობაა

ოპოზიციის ყველა განცხადება და მათი აზრისა თუ ქმედების ყველა გამოხატულება, არის საბაბი, რომ იმიტაცია შეიქმნას, თითქოს რაღაცას აპროტესტებენ, თუმცა მათი რეალური მიზანი ხელისუფლების დამხობაა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებულ საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს, რომლის გადაგზავნასაც ეუთო/ოდირისთვის აპირებს. მისი თქმით, ოპოზიციამ ხელისუფლების დასამხობად ერთ შემთხვევაში საბაბად გავრილოვი გამოიყენა, ხოლო მეორე შემთხვევაში - საარჩევნო სისტემის ცვლილება.

„ყველა მათი განცხადება და ყველა მათი გამოხატულება აზრისა თუ ქმედების, არის საბაბი, რომ პროცესები გაიწელოს, იმიტაცია შეიქმნას, რომ თითქოს რაღაცას აპროტესტებენ. თუმცა მათი რეალური მიზანი და ზრახვა არის ხელისუფლების დამხობა. ნურავის ექნება ილუზია, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ ებრძვიან. მათი ამოსავალი მიზანია ხელისუფლების დამხობა, ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა და ქართული სახელმწიფოს გაჩერება. ერთ შემთხვევაში საბაბად გამოიყენეს გავრილოვის შემთხვევა, ახლა საბაბად იყენებენ საარჩევნო სისტემას და თქვენ ნუ დაიჯერებთ, რომ მათ მართლაც სურთ რომელიმე საარჩევნო მოდელის შემოტანა. ეს არის საბაბი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოემზადებოდნენ იმ საარჩევნო სისტემის ფარგლებში, რომელიც გვაქვს და რომლის ფარგლებშიც შეცვლილა ხელისუფლება. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს დემოკრატიული საარჩევნო მოდელი არ არის.

ძალიან კარგად გაიშიფრნენ, რომ მათი შემოთავაზებული მოდელი კონსტიტუციასთან იყო წინააღმდეგობაში. შემდგომ შეცვალეს და დაიწყეს „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებულ ვერსიაზე საუბარი, შემდგომ დაიწყეს ქართულ მოდელზე საუბარი და რეალურად მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მოდელი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საბაბი, რომ დრო გაიწელოს და პროცესი გადავიდეს ქუჩაში. რეალურად, ნახეთ, რომ ამ ხალხმა ბიძინა ივანიშვილს აუღო ბილეთი და თვითონ გაფრინდნენ მოსკოვში,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს