არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როგორც კი განსახილველი საკითხები განისაზღვრება, ოპოზიციასთან შეხვედრის მეორე რაუნდი შედგება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრების მეორე რაუნდი ჯერჯერობით დანიშნული არ არის, მაგრამ მმართველი გუნდის მხრიდან არის მზადყოფნა და როგორც კი სხვა განსახილველი საკითხები განისაზღვრება, აუცილებლად შედგება შეხვედრების შემდეგი რაუნდი.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე გამართულ შეხვედრაზე ყველამ დაინახა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არაა თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციასთან.

„ჩემი აზრით, საუბარი ყოველთვის საჭიროა. ნახეთ, რომ მზადყოფნა გამოვხატეთ მოგვესმინა ოპოზიციის არგუმენტები და შემოთავაზება. იმ შეხვედრაზე ყველამ დაინახა, რომ რასაც ოპოზიცია ამტკიცებდა, იმ გზით მოძრაობა შეუძლებელია.

ჩვენ მომავალშიც მზად ვართ შეხვედრებისთვის და პოლიტიკოსებმა ისე უნდა ვიმუშავოთ, რომ საზოგადოებას ამით დისკომფორტი არ შეექმნას. ოპოზიციის უფლებები იქნება დაცული, კანონს ნუ დაარღვევენ და რამდენი ხანიც ჩათვლიან საჭიროდ, შეუძლიათ კანონის ფარგლებში მანიფესტაცია გააგრძელონ“,-განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა