მოძრაობა „20/30-იანელების“ წარმომადგენლები მცხეთის მერიასთან დიმიტრი ხუნდაძის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსს მართავენ

მოძრაობა „20/30-იანელების“ წარმომადგენლები მცხეთის მერიასთან დიმიტრი ხუნდაძის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი დიმიტრი ხუნდაძის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები: „დიმიტრი, ბიძინა მთაწმინდაზე დაიკრძალება, შენ - ძეგვში“, „გახსოვდეს ვინ გაქცია კაცად“, „ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ“.

როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, „სამშობლო ხუნდაძეს ამ უდიდესი ქველმოქმედის და საზოგადო მოღვაწის, ბიძინა ივანიშვილის „გადაგდებას“ არ აპატიებს“.

„ხუნდაძემ იუდასავით გაყიდა ივანიშვილი და ამ დიდებულ ადამიანს, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუშალა“, - ამბობენ მოძრაობის წევრები.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობის წევრები ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ.

ბიძინა ივანიშვილი, ქველმოქმედი და კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც არაერთხელ დაანახა სიკეთე ქართველებს, ააშენა ბოტანიკური ბაღი, რომელშიც 22 მილიონი ლარი ჩადო, პარკ „ციცინათელას“ მეზობლად მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის, გააშენა 1500 ევკალიპტის ხე-პარკი, რომელსაც 25 ათასი ლარი დაახარჯა.

ხეები რომ ზღვაში დაცურავდნენ და გზები საათობით იკეტებოდა, სადენებს რომ ჭრიდნენ, ხეების გადასატანი მანქანები ვერ ეტეოდნენ და უშუქოდ რჩებოდა მოსახლეობა, ესეც ქველმოქმედების ნაწილი იყო. წვერმაღალას პარკის მოსაწყობად ივანიშვილმა ტერიტორია კერძო პირისგან გამოისყიდა.

სწორედ ამიტომ, მოძრაობა „20-30-იანელები“ ვითხოვთ ამ ადამიანის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას, 100 წლის შემდეგ, ვაჟას გვერდით!“ - ნათქვამია მოძრაობის წევრების განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა