ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოლიციას ვახტანგ გომელაურისგან მითითება ჰქონდა, რომ ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ ოფისის დარბევაზე რეაგირება არ მოეხდინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოლიციას შს მინისტრისგან მითითება ჰქონდა, რომ რეაგირება არ მოეხდინა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევაზე.

როგორც ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს ზუგდიდის პოლიციის უფროსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, პოლიცია ინფორმირებული იყო, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია და არც ვინმე დაუკავებია.

„მაშინ, როდესაც აქტივისტებს და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლებს აკავებენ ყოველდღიურად და 12 დღით ათავსებენ დროებითი დაკავების იზოლატორებში, ახლა არავინ დაუკავებიათ. ჩვენი ინფორმაციით, რაც ნამდვილად დადასტურებულად ვიცით, ეს იყო შს მინისტრის გომელაურის მითითება, რომ პოლიციას რეაგირება არ მოეხდინა“, -აღნიშნა დეკანოიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ ორგანიზებული თავდასხმები მხოლოდ ზუგდიდით არ შემოიფარგლება და არ გამორიცხავს, რომ წერილობით მოითხოვონ, როგორც ზუგდიდში, ისე სხვაგან ოპოზიციური წარმომადგენლობების გაძლიერებული დაცვა პოლიციისგან.

„ ესაა ორკესტრირებული თავდასახმა ოპოზიციაზე. სახელმწიფოსგან მოვითხოვთ მოქალაქეების დაცვას. ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიცია , რომელიც საამაყო იყო, დღეს პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტი გახდა, ჩვენ პოლიციის უფროსისგან ვერანაირი ახსნა ვერ მოვისმინეთ, რატომ არ იყო რეაგირება. ერთი მხრივ, ხელისუფლება აორგანიზებს ძალადობრივ ჯგუფებს, რომ თავს დაესხან ოპოზიციის წარმომადგენლებს და მეორე მხრივ, პოლიცია თავისი უმოქმედობით პირდაპირ თანამონაწილეობს ამ ძალადობაში, რაც უმძიმესი დანაშაულია პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან“,-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა