სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა Energy Community-ს მარეგულირებელ საბჭოში ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა (სემეკ) გიორგი ფანგანმა, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოში (ECRB) მისი პრეზიდენტობის დროს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკ-დან აცნობეს, გიორგი ფანგანმა ვრცლად ისაუბრა 2017-2019 წლებში, საბჭოში განხორციელებულ რეფორმებზე, რომლებიც მიმართული იყო ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების მეტ ინტეგრაციაზე, ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზებასა და ენერგეტიკულ გაერთიანებაში ახალი წევრების მიღების ხელშეწყობაზე.

რეფორმის ფარგლებში, გიორგი ფანგანის ინიციატივით, პირველად ევროპის ენერგეტიკული ორგანიზაციების ისტორიაში, ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელ საბჭოსა (ECRB) და ხმელთაშუაზღვის ქვეყნების ენერგეტიკის მარეგულირებლებს (MEDREG) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. სამ უმსხვილეს ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენდა ენერგეტიკის სექტორის რეგულირების გაძლიერება.

ასევე, საბჭოს ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა კიბერ უსაფრთხოებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხების შესწავლა, გაერთიანების წევრი ქვეყნების ინფორმირება ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზე. მომზადდა საკანონმდებლო და საორგანიზაციო ბაზა, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ საფუძველს გაერთიანების კონტრაქტორ მხარეებს შორის ელექტროენერგიის ჯვარედინი გაცვლის საკითხების რეგულირებაში.

გიორგი ფანგანს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს პრეზიდენტის პოსტი (ECRB) 2017 წლიდან, 2 წლის ვადით ეკავა. იგი ECRB-ის პირველი ქართველი პრეზიდენტი იყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა