მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებმა ლაშა ჩხარტიშვილს ქვემო ქართლის პოლიციის იზოლატორში საკვები პროდუქტი და სიმბოლურად, ლობიანები შეუგზავნეს

მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებმა ლაშა ჩხარტიშვილს ქვემო ქართლის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში საკვები პროდუქტი და სიმბოლურად ლობიანები შეუგზავნეს.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ლაშა ჩხარტიშვილი მშვიდობიან აქციაზე ლობიოს გადაყრის გამო დააკავეს და ამისთვის 8 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. სწორედ ამიტომ შეუგზავნეს დღეს სიმბოლურად მას ლობიანები დროებითი მოთავსების იზოლატორში.

„ეს არის ჩემი აზრით ძალიან ჩვეულებრივი ლობიანი, ჩვეულებრივი ლობიოს შიგთავსით, რომელიც სავარაუდოდ, ძალიან გემრიელია, მაგრამ ასე არ მიიჩნევს სახელმწიფო და ასე არ მიიჩნევენ სამართალდამცველები, რომლებმაც ლაშა ჩხარტიშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს და ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ რამდენიმე მარცვალი ლობიო, მშვიდობიან აქციაზე უბრალოდ ჰაერში ააგდო. ედავებიან იმას, თითქოს ამ ფაქტით მან სამართალდარღვევა ჩაიდინა. ამის გამო ადამიანი გაწირეს ციხისთვის და რვა დღე მიუსაჯეს. დღეს ჩვენ მოვიტანეთ სიმბოლურად ლობიანი და იმედი გვაქვს, რომ ამის გამო მას ბრალი არ დაუმძიმდება, კიდევ უფრო მეტად. ყოველ შემთხევაში ფაქტია, რომ ქვეყანაში დაწყებულია პოლიტიკური რეპრესიები, ამას სხვა არაფერი არ ქვია“, - განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა