მიხეილ კალანდიას ადვოკატი - ვწუხვარ, რომ დარბაზში პრესას არ უშვებენ და ასევე, დღეს სხდომას არ ესწრებოდა ზაზა სარალიძე, რათა პირადად მოესმინა ინფორმაცია, რომელსაც მოწმეები სასამართლოს აწვდიან

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორი, ბესიკ ქვარცხავა აცხადებს, რომ კალანდიას მამამ და ძმამ სასამართლოში დაკითხვაზე უარი განაცხადეს.

„დღევანდელ სხდომაზე გამოძახებული იყო ორი მოწმე, ესენი გახლდნენ ბრალდებულ მ.კ.-ს მამა და ძმა, რომლებმაც სასამართლოს უარი განუცხადეს ჩვენების მიცემაზე იმ მოტივით, რომ საქმეში მათი ახლო ნათესავი ფიგურირებს.

დღეს დაკითხული სხვა მოწმეები დანაშაულის ჩადენის მონაკვეთში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. მათ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც მათ დაინახეს დანაშაულის დაწყებიდან დასრულებამდე. აღნიშნული მოწმეები ხორავას #4-ში იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი 51-ე სკოლის საპირფარეშოშიც იმყოფებოდა, როცა ინციდენტი განვითარდა“, - განაცხადა ქვარცხავამ.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა, აღნიშნული არანაირ კავშირში არ არის მიხეილ კალანდიას ბრალეულ ქმედებასთან მიმართებაში.

„ვწუხვარ, რომ დარბაზში პრესას არ უშვებენ და ასვე, დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ზაზა სარალიძე, რათა პირადად მოესმინა ინფორმაცია, რომელსაც მოწმეები სასამართლოს აწვდიან. მოწმემ, რომელიც საპირფარეშოს ინციდენტში ყველაზე მთავარი ფიგურანტი იყო, დღეს განაცხადა შემდეგი რამ: როცა დაპირისპირებული მხარეები შეარიგა, ამის შემდეგ სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა დავით სარალიძე, რომელმაც ერთ-ერთ მონაწილეს ხმის ტონალობა დაუწუნა. ამას აჰყვა მეორე მხარეც. მოწმემ განაცხადა, რომ ის ეცადა სარალიძის მოქმედება შეეჩერებინა, ამ დროს მას სახის არეში დავით სარალიძის მოქნეული მუშტი მოხვდა, რის გამოც თვალებში დაუბნელდა და რა მოხდა, აღარ ახსოვს", - განაცხადა თოდუამ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 6 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა