დაკვამლიანების გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკვამლიანება იყო. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით არ ემსახურებოდა და მატარებლები მხოლოდ მეტროსადგურ „სამგორამდე“ მოძრაობდნენ.

როგორც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" განაცხადეს, ამ დროისთვის მოძრაობა აღდგა.

მათივე განმარტებით, დაკვამლიანების მიზეზი მოძველებული ელექტროსისტემა გახდა და ამ დროისთვის მისი რეაბილიტაცია ხორციელდება.

შეტყობინება დაკვამლიანების შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ 17:00 საათზე შევიდა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩასული მგზავრები სხვა სადგურზე გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა