რომან გოცირიძე - ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი ცუდია თუნდაც იმის გამო, რომ ხელისუფლებას სპეკულირების, მის „ტროლებს“ კი ბინძური საქმის გაგრძელების საშუალება ეძლევათ

ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი ძალიან ცუდია და არ არის დროული, თუნდაც იმის გამო, რომ ხელისუფლებას სპეკულირების, ხოლო მის „ტროლებს“ ბინძური საქმის „ტროლურად“ გაგრძელების საშუალება ეძლევათ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს. გოცირიძის თქმით, ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი ვერ დააზიანებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებას ერთსულოვნად მოითხოვს.

ნინო ბურჯანაძის მოსკოვში წასვლა პროდასავლური ოპოზიციის იმიჯს ვერაფრით დააზიანებს, ვინაიდან პრორუსული ორიენტაციის პარტიებთან ჩვენ არასდროს არ გვქონია რაიმე პოლიტიკური დიალოგი და ეს არც არასდროს მოხდება. რეალურად, დღეს პოლიტიკური პარტიები, მათ შორის „ქართული ოცნების“ მთავარი სატელიტი პარტია ერთი მაგიდის ირგვლივ ზის და ისინი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითხოვენ. ეს არის, რაც ყველას აერთიანებს. ეს არ ნიშნავს არავითარ პოლიტიკურ ან სხვა სახის დიალოგს. ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებებზე ან რუსეთში მის ვიზიტზე ვერც ერთი პარტია ვერ აგებს პასუხს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია და არ არის დროული, თუნდაც იმის გამო, რომ ხელისუფლებას სპეკულირების, ხოლო მის „ტროლებს“ ბინძური საქმის „ტროლურად“ გაგრძელების საშუალება ეძლევათ,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა