ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე - გიგი უგულავა არის კრიმინალი და დაისჯება

გიგი უგულავა არის კრიმინალი და დაისჯება,- ამის შესახებ ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც დღეს ბრალდებულ ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე გიორგი კაპანაძე მოწმის სახით დაიკითხა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

ამასთან, კაპანაძის განმარტებით, რამდენიმე ხნის წინ გიგი უგულავას ერთ-ერთ საკალთბურთო მატჩზე შეხვდა. თუმცა ბიზნესმენი არ აკონკრეტებს, რაზე ისაუბრეს მან და უგულავამ და აცხადებს, რომ ამაზე ხვალინდელი სხდომის შემდეგ ისაუბრებს.

"შეხვედრა იყო. ტელევიზები იყო ამ მატჩზე და ეს დაფიქსირდა ტელევიზების მეშვეობით.საუბარი იყო იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც მოხდა და რაც ყველასთვის ცნობილია. გიგი უგულავა არის კრიმინალი და ალბათ, იქნება სასამართლო გადაწყვეტილება. უგულავა არის კრიმინალი და დაისჯება", - განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, იცნობს თუ არა ის ბიძინა ივანიშვილს და ჰქონია თუ არა ამ საქმეზე ივანიშვილთან საუბარი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ის იცნობს ივანიშვილს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, ბრალდებულ ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაას ედავებიან. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში "სითი პარკის" ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 5 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს