ირაკლი ბერაია - საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აშშ-ის დღის წესრიგში

საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აშშ-ის დღის წესრიგში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენას, ამერიკელი სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს. ასევე, ირაკლი ბერაია გამოეხმაურა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელიც გულისხმობს რუსეთის „დიდი შვიდეულის“ ჯგუფში არდაშვებას, მანამ სანამ იგი პატივს არ სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიის პრინციპების ერთგული.

ბერაიას თქმით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთთან მიმართებაში შეერთებული შტატების პოლიტიკის მომავალს და ასევე, წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში, ამერიკელმა კანონმდებლებმა, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის საქმიანობას, რომელიც არ არის თავსებადი დემოკრატიის პრინციპებთან და უდიდესი საფრთხის მატარებელია.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპაციის მძიმე შედეგებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების, მათ შორის, განსაკუთრებით საქართველოს მხარდაჭერაზე.

„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. კონგრესში გამართულ განხილვებზე, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების და მდგრადობის გაძლიერებისთვის, თავდაცვის ტრანსფორმაციის და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისთვის გადადგმული ნაბიჯების ხაზგასმაც ამის ნათელი დადასტურებაა. საქართველო და ქართველი ხალხი მადლიერია და განსაკუთრებულად აფასებს ქართული დემოკრატიის და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის აშშ-ის და მეგობარი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა