მოსკოვი ბერლინს ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე ორი რუსი დიპლომატის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების გამო, საპასუხო ნაბიჯებით ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიის გადაწყვეტილება ორი რუსი დიპლომატის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების თაობაზე, არამეგობრული და დაუსაბუთებელი ნაბიჯია, რასაც მოსკოვის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვება.

ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

როგორც დღეს ცნობილი გახდა, გერმანიის საგარეო უწყებამ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, 23 აგვისტოს მოკლეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს