კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელი დირექტორი - როგორმე კონსესუსამდე უნდა მივიდეთ, რომ პაციენტები არ დაზარალდნენ

როგორმე კონსესუსამდე უნდა მივიდეთ, რომ პაციენტები არ დაზარალდნენ,-ამის შესახებ კლინიკა "ღია გულის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მიქელტაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც მთავრობის იმ დადგენილებას განიხილავდნენ, რომელიც კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში კლინიკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ტარიფების გადახედვის საკითხზე იმსჯელებენ და არსებულ პრობლემების აღმოფხვრას შეეცდებიან.

"რა თქმა უნდა, მიღწევა არის,რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. პრემიერმა ძალიან კონსტრუქციულად მოგვისმინა და საკითხის გადახედვა მოხდება. ორ- სამ დღეში მივიღებთ შესაბამის პასუხს. გადავადება არ ხერხდება ამ ეტაპზე, მაგრამ როგორმე რაღაც კონსესუსამდე უნდა მივიდეთ,რომ პაციენტები არ დაზარალდნენ. მიღებულია გადაწყვეტილება,რომ ჩვენი და ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსისტები გაივლიან ამ ტარიფებს კიდევ და თუ სადმე რამე პრობლემატიკაა, შევეცდებით ეს ყველაფერი აღმოიფხვრას",-განაცხადა დავით მიქელტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა,რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. დადგენილების ამოქმედების მიმართ კერძო კლინიკების წარმომადგენლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა . ისინი დადგენილების დროებით შეჩერებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ,რომ დადგენილების ამოქმედების შემდეგ, რაც კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, ხშირად პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელია და საავადმყოფოებსაც ზარალი ადგებათ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო