ანა დოლიძე „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის წევრებთან ერთად აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა

აზარტული თამაშების გამო საქართველოში არსებული მძიმე ვითარების გაცნობის მიზნით, ანა დოლიძე „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის საელჩოს სამართლებრივ მრჩეველს მაიკლ გრანტს შეხვდა.

შეხვედრაზე კამპანიის წევრებმა ლუდომანიასთან (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) დაკავშირებული საკითხები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სუიციდის ფაქტებისა და კრიმინალის ზრდაზე, ეკონომიკურ პრობლემებზე და სათამაშო ბიზნესზე, როგორც ფულის გათეთრების ერთ-ერთ საშუალებაზე, მოზარდების ჩართულობაზე ამ მავნე სენში და ხელისუფლების უმოქმედობაზე.

„რამდენად პრობლემური და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნისთვის ლუდომანიის პრობლემა ყველასთვის ცხადია. ხელისუფლების უმოქმედობა კი დანაშაულის თანამონაწილეობას ნიშნავს. ამ დროს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა და მათი გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრა ამის მაგალითია,“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ანა დოლიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს