სომხეთის ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანს 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სწორედ ამ სახის სასჯელს ითვალისწინებს ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლი, რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფინანსური სახსრების მითვისებას გულისხმობს. ამის შესახებ ქვეყნის სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება.

მათივე ცნობით, აღკვეთის ღონისძიების სახით სარგსიანს გაუსვლელობის ხელწერილი დაადებინეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სარგსიანმა პრეზიდენტობის პერიოდში 2013 წლის 25 იანვრიდან 7 თებერვლამდე ოფიციალური პირების ჯგუფთან ერთად განახორციელა დაახლოებით 1 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის თანხის (489 160 310 სომხური დრამის) მიტაცების ორგანიზება.

საქმის მასალების მიხედვით, სავარაუდო დანაშაული უკავშირდება სომეხი ფერმერებისთვის დიზელის საწვავის მიწოდების სახელმწიფო პროგრამას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო