საქართველოში კულტურული მარშრუტების პირველი ტრენინგ აკადემია იხსნება

5 დეკემბერს საქართველოში კულტურული მარშრუტების პირველ ტრენინგ აკადემია გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. სპეციალურად საქართველოსთვის შემუშავებულ პროგრამას ევროპის საბჭოს ორი ექსპერტი: პროფესორი მაიკ რობინსონი და კაროლინა კლარკი გაუძღვებიან.

ტრენინგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის ორგანიზით იმართება. მისი მიზანი ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულ მარშრუტში ჩართული ადგილობრივი უწყებების, მენეჯერებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ძირითადი მახასიათებლების გაცნობაა. ტრენინგზე განხილული იქნება კულტურული მარშრუტების ჩამოყალიბების, განვითარების, მართვისა და დაფინანსების საკითხები.

სემინარი ხელს შეუწყობს კულტურული მარშრუტების ეფექტური მართვისათვის ადგილობრივი პროფესიული შესაძლებლობებისა და უნარების გაძლიერებას, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

ტრენინგი ორი 2 დღე გაგრძელდება და მის 35 მონაწილეს სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ერთობლივი სერტიფიკატები გადაეცემა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს