მერაბ ქვარაია სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე - ამ საკითხზე არის აზრთა სხვადასხვაობა როგორც გუნდში, ასევე მის გარეთ - თუმცა დისკუსიის გახსნა ძალიან ნორმალურია

სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებას 200 000 ადამიანის მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა როგორც გუნდის შიგნით, ისე გარეთაც და მისი აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით „მსჯელობის დაწყება ნორნალური იქნება“.

"ჯერჯერობით, ეს ინიციატივა ვერ დარეგისტრირდება, მას დასჭირდება 200 000 ადამიანის მხარდაჭერა. საინტერესოა, თავად ორპალატიანი პარლამენტის იდეა, რომელიც ჩვენს წინა და მოქმედ კონსტიტუციაში არის ჩადებული. რა თქმა უნდა, არის აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც გუნდში, ასევე გუნდის გარეთ, ბუნებრივია, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ის იდეა, რაც არის კონსტიტუციაშივე ჩადებული, ამასთან დაკავშირებით მსჯელობის დაწყება, დისკურსიის გახსნა და მოსაზრებების მოსმენა ძალიან ნორმალური იქნება,"- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა