კრისტიან ურსე - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელების პერსპექტივა არსებობს, რაც მნიშვნელოვანია

საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე მიესალმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს დიალოგის გაგრძელების პერსპექტივა.

„ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი დიალოგი, სადაც მოხდა მოსაზრებების და შეთავაზებების გაცვლა-გამოცვლა. საბოლოოდ კარგია, რომ შეხვედრა გაიმართა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს დიალოგის გაგრძელების პერსპექტივა“, -განაცხადა ურსემ.

მისივე თქმით, პოზიტიური ნაბიჯია, რომ საქართველო პროპორციულ არჩევნებზე გადავა და ეს კონსტიტუციაშიც არის ასახული.

„ამ ეტაპზე, ჩვენ ფოკუსირებული ვართ 2020 წლის არჩევნებზე და დიალოგზე“, - განაცხადა ურსემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს