11 თვეში საქართველოდან 53 ქვეყანაში 86 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 10%-ით აღემატება

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის სააგენტოდან აცნობეს, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 20%-ით მეტია.

სააგენტოს ცნობით, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 86,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელიც დასრულდება ახალი რეკორდული მაჩვენებლით, ვინაიდან, ტრადიციულად, დეკემბრის თვეში ექსპორტის რაოდენობა მაღალია სხვა თვეებთან შედარებით“, - აცხადებენ ღვინის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 24% (3 746 092 ბოთლი), ჩინეთი - 2% (6 323 463), აშშ - 48% (660 874 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 22% (126 493).

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 48% (653 322 ბოთლი), გერმანია - 40% (615 723), ბელარუსი - 68% (2 505 617), ისრაელი - 81% (287 023), ესტონეთი - 27% (648 884), რუსეთი - 11% (53 964 172), მოლდოვა - 8551% (612 524), ნიდერლანდები - 22% (88 114), ჩეხეთი - 17% (67 584), შვედეთი - 562% (78 390), ბულგარეთი - 23% (32 934), მონღოლეთი - 5% (224 652) და ა.შ.

11 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 323-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 60%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 60,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 585 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 63% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,6 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 56%). მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 325 მლნ აშშ დოლარი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა