“კოლორ ჯგუფი” მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს

“კოლორ ჯგუფი” მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს. დღეს, სასტუმრო „ბილტმორის“ რესტორანში „კოლორ ჯგუფის“ ორგანიზებით, ბიზნეს ვახშამი გაიმართება, რომელსაც კორპორაცია HP-ს წარმომადგენლები უმასპინძლებენ. შეხვედრაზე 2020 წლის ტრენდებზე ქართველი მარკეტერებიც ისაუბრებენ. ღონისძიების მთავარი თემა ქართულ პოლიგრაფიულ ინდუსტრიაში ახალი მიმართულებების, შესაძლებლობებისა და ინვესტიციების გაჩენაა, რაც ქართული სარეკლამო ბაზრის განვითარებასაც გულისხმობს.

„რეგიონში ყველაზე მრავალფუნქციური პოლიგრაფიული საწარმო „კოლორ ჯგუფი” განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ჯგუფი გრძელვადიან ინვესტიციებს ახორციელებს და ბაზარს შეფუთვების მიმართულებით რამდენიმე თვისობრივად ახალ პროდუქტს სთავაზობს. აღნიშნული ტექნოლოგიები, ჯგუფმა ისეთ წამყვან ციფრულ კორპორაციასთან პარტნიორობით დანერგა, როგორიც არის HP (Helwet Packard).

უახლესი ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელი გახდება რბილი შეფუთვების უსწრაფესი წარმოება ფორმატის შეზღუდვის გარეშე, ასევე ე.წ.„შრინკ სლივების“ დამზადება, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ფორმის ბოთლისთვის შესაძლებელი გახდება დაიბეჭდოს მაღალი ხარისხის კუმშვადი ეტიკეტი, რომელიც მთლიანად შემოეკვრება პროდუქტს და ზუსტად გაიმეორებს მის ფორმას.

მწარმოებლებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ შეფუთვები მარკეტინგული კამპანიებისთვისაც, მაგ: ყოველი პროდუქტისთვის შექმნან უნიკალური ვიზუალის, წარწერისა და ილუსტრაციების მქონე შეფუთვები და ეტიკეტები, გამოიყენონ „კოლორ ჯგუფის“ მიერ საქართველოში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ერთი დიზაინის მეშვეობით დაგენერირდეს მილიონობით უნიკალური ვიზუალი და ერთი სახეობის პროდუქტი მრავალფეროვანი გახდეს.

სიახლე წარმოების ჯაჭვიდან აგდებს ე.წ. ფორმების ეტაპს, რაც საშუალებას იძლევა უფრო სწრაფად მოხდეს პროდუქციის წარმოება. ასევე ციფრული ტექნოლოგიების ხარისხით შესაძლებელია მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის მიღება, ეს კი თავის მხრივ, ქართულ შეფუთვებს კონკურენტუნარიანს გახდის არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საექსპორტოდაც“, - აცხადებენ „კოლორ ჯგუფში“.

„კოლორ ჯგუფის“ და HP-ს წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული შეთავაზება ხელს შეუწყობს როგორც მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც საწყის ეტაპზე ბაზარზე შესვლას პროდუქციის მცირე რაოდენობებით გეგმავენ, ასევე დიდ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას აწარმოონ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები გამორჩეული შეფუთვებით.

ბიზნეს ვახშამი დღეს, 17:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორის“ რესტორანში გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა