სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

4 დეკემბერს, გაიმართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენა თემაზე „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ზედამხედველობა“. მოსმენაზე მომხსენებლად მიწვეული იყო „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მთავარი აღმასრულებელი შონ კეირნკროსი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მოსმენისას ხაზი გაესვა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას.

კეირნკროსმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოში მის ვიზიტს და ისაუბრა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მიერ საქართველოში წარმატებით მიმდინარე პროექტებზე.

„სექტემბერში ვიმოგზაურე საქართველოს რესპუბლიკაში, რათა მხარი დამეჭირა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ 140 მილიონ დოლარიანი ინვესტიციისათვის, რომელიც ჩაიდო საქართველოს განათლების სექტორში, განსაკუთრებით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროებში. მე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მივესალმე „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მიერ მხარდაჭერილი SDSU (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) საქართველოს STEM-ის პროგრამის რიგით მეხუთე მიღების სტუდენტებს და ასევე გავხსენით „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მიერ განახლებული 91 სკოლათაგან ერთ-ერთი“, - აღნიშნა კეირნკროსმა.

სენატორი ჯინ შაჰინი დაინტერესდა, თუ არსებობს ბალკანეთის გარდა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან“ პოტენციური თანამშრომლობის კანდიდატი ქვეყანა. შეკითხვის პასუხად კეირნკროსმა საქართველოს მაგალითი გამოყო.

„ამ მხრივ ყველაზე ახლოს რეგიონში საქართველოა, სადაც ახლახანს დავასრულეთ ძალიან წარმატებული კომპაქტი (“compact”). … აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. თუმცა, არ მგონია არსებობდეს რეგიონში ამ მხრივ სხვა კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა კეირნკროსმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს