„თეგეტა მოტორსი“ 6-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, ზამთრის საბურავებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“ 6 დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით ზამთრის საბურავებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში მძღოლები „ზუსტად იმდენ პროცენტიან ფასდაკლებას მიიღებენ, რა ზომის დისკიც აქვს მათი ავტომობილის საბურავს“.

„ამასთანავე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ზამთრის საბურავების უსასრულო გარანტიით, რაც გულისხმობს, რომ საბურავის დაზიანების შემთხვევაში „თეგეტა მოტორსი“ უსასყიდლოდ აღგიდგენთ მას ან აგინაზღაურებთ ღირებულების 100%-მდე თანხას. შეცვლილი ზაფხულის საბურავები შეგიძლიათ შეინახოთ „თეგეტა მოტორსის“ „საბურავების სასტუმროში“. აქციები მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

იმისათვის რომ დაზოგოთ დრო და თავიდან აიცილოთ რიგში დგომა, „თეგეტა“ გთავაზობთ სერვისს - „თეგეტა კომფორტს“. სერვისის ფარგლებში მოგემსახურებათ პერსონალური მენეჯერი, რომელიც თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად მოახდენს თქვენს ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ. შეცვალე საბურავები და იმგზავნე მშვიდად, „თეგეტა“ შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო