თამარ ჟვანიას განმარტებით, კონკრეტული პარტიის რომელიმე მოქმედი წევრი ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილი არ არის

კონკრეტული პოლიტიკური პარტიის რომელიმე მოქმედი წევრი კანდიდატებს შორის არ არის, ამდენად, არ ვიცი რა შეიძლება იყოს პოლიტიკური შეფასების საგანი,- ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რითაც უპასუხა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანდიდატების თაობაზე დასმულ კითხვას.

თამარ ჟვანიას თქმით, პროცესი კანონმდებლობის მიხედვით მიმდინარეობს და ის ვერ ხედავს რაიმე ტიპის პოლიტიკური შეფასების საფუძველს, რადგან წარდგენილი კანდიდატები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოს, ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.

მისივე ინფორმაციით, საკონკურსო კომისიის მიერ საქართველოს პრეზიდენტს კონკურსის საფუძველზე სია წარედგინა, საიდანაც პრეზიდენტმა 8 კანდიდატი შეარჩია ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე.

"დღეს ყველა მათგანი დაბარებულია საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტში, რაც ჩვეულებრივი პროცედურაა. მოუსმენენ კანდიდატებს და შემდგომში ამ საკითხზე მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტი. არ შემიძლია გავაკეთო კომენტარი არსებულ კანდიდატებზე, არ არის მართებული ჩემი მხრიდან რომელიმე კანდიდატის შეფასება. კონკურსში მონაწილე კანდიდატები, რომლებიც წარდგენილი იყვნენ კომისიის მიერ პრეზიდენტისადმი არიან იმ შესაბამისი გამოცდილების მქონე, რომლებიც ამ შემთხვევაში კანდიდატებად შეიძლება შერჩეულიყვნენ. ძალიან ბევრი არის მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომელი. ვერ ვიტყვით, რომ სარჩევნო გამოცდილების არმქონე რომელიმე პირია წარდგენილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი სესიაზე გამოჩნდება",-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს მოუსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო