ინდოეთში ახალგაზრდა ქალის დაწვა სცადეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

23 წლის ინდოელ ქალს, რომლის გაუპატიურების საქმეზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, ცეცხლი წაუკიდეს.

ახალგაზრდა ქალს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის სასამართლოში ჩვენების მისაცემად მიდიოდა. მედიის ცნობით, ის ახლოს მდებარე მინდორში გაიტაცეს და ცეცხლი წაუკიდეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 5 მამაკაცი, რომელთაც ქალის დაწვა სცადეს. მათ შორის ერთ-ერთი ის პირია, რომელსაც ახალგაზრდა ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა.

27 ნოემბერს, ქვეყნის სამხრეთ ქალაქში, კიდევ ერთი ქალი დაწვეს. 27 წლის ვეტექიმი ჯერ გააუპატიურეს, ხოლო შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს. ფაქტმა ინდოეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო