ირაკლი ჩიქოვანი - ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არის აბსოლუტურად ზედმეტი

ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არის აბსოლუტურად ზედმეტი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს განცხადებები არის პოლიტიკურად მოტივირებული.

„ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არის აბსოლუტურად ზედმეტი და ეს არის პოლიტიკურად მოტივირებულები შეფასებები კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრივ. რაც შეეხება კონკრეტულ დაპირისპირებებს, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, ხშირ შემთხვევაში ცდილობენ ახალგაზრდების ჩარევას და ემოციურ ფონზე მათი ინტერესებისთვის გამოყენებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ არ მოხდეს არანაირი ძალადობის ფაქტი.

„ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ სამართალდამცველებმა გააკეთეს მაქსიმალური იმისათვის, რომ შუაში მდგარიყვნენ იმ დაპირისპირებულ მხარეებს შორის და ჩვენ არ მივსულიყავით რაიმე ფორმის დაზიანებებთან, რომელიც იქნებოდა გამოუსწორებელი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა