მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილს 2020 წლის შემდეგ პარლამენტის ორპალატიანი სისტემის შემოღება სურს

მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილს 2020 წლის შემდეგ პარლამენტის ორპალატიანი სისტემის შემოღება სურს. როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა დაჩი ბერაიამ განაცხადა, მათი წინადადება არა სრულად მაჟორიტარულ სისტემას, არამედ ამერიკულ საარჩევნო მოდელს გულისხმობს და მას საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდება.

რაც შეეხება დღეს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს, რომ საქართველოში ორპალატიანი პარლამენტი მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ იქნება, დაჩი ბერაია ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელების შემდეგ საარჩევნო სისტემა კიდევ გადაიხედება.

„წარმოდგენილ კანონპროექტში არის ჩანაწერი, რომ როცა აღდგება საქართველოს იურისდიქცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამის შემდგომ მოხდება საარჩევნო სისტემის კიდევ ერთხელ გადახედვა. ეს ორპალატიანი სისტემა იქნება იმ თარიღამდე, სანამ მოხდება ქართული იურისდიქციის გავრცელება ამ ტერიტორიებზე. ეს არის საკონსტიტუციო კანონპროექტი და კონსტიტუციის შეცვლას ვცდილობთ ახლა. ეს კანონპროექტი გვინდა ამოქმედდეს 2020 წლის შემდეგ,"- განაცხადა დაჩი ბერაიამ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, მათ შორის კატეგორიული წინააღმდეგობა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დააფიქსირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა