ნათია თურნავა - მასწავლებლები, პენსიონერები, ჯარისკაცები და პოლიციელები 2020 წელსაც მთავრობისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნებიან

მასწავლებლები, პენსიონერები, ჯარისკაცები და პოლიციელები 2020 წელსაც მთავრობისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნებიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თურნავამ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, მოსახლეობის და საჯარო მოხელეების გარკვეული კატეგორია ახლაც სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია.

„ჩვენ როდესაც ვამუშავებდით და პარლამენტში წარვადგინეთ 2020 წლის ბიუჯეტი, ძალიან ნათლად იყო გაცხადებული, რომ არის მოსახლეობის და საჯარო მოხელეების კატეგორიები, რომლებიც დღესაც არის და 2020-შიც იქნება ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. მათ შორის იყვნენ - მასწავლებლები, პენსიონერები, ჯარისკაცები და პოლიციელები. შესაბამისად, ეს არის სწორედ ამის დასტური, რომ მთავარი აქცენტი კეთდება პოლიციელების, ჯარისკაცების და სხვა რამდენიმე კატეგორიის პირების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა